logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ყველაფრის საფუძველი არის ეკონომიკის აღორძინება
- +

5 სექტემბერი. 2016. 14:35



„მედიასთან დაკავშირებით კანონმდებლობა შეიცვალა და ილუზია იყო, რომ ეს ბეჭდვით  მედიას გააუმჯობესებდა, სარეკლამო ბიუჯეტი გაიზრდებოდა",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  „GDS"-ის გადაცემა „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ისაუბრა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღორძინება არის საფუძველი მედიის განვითარების.


 

„კანონმდებლობა შეიცვალა მედიასთან დაკავშირებით და  ილუზია იყო, რომ ეს ბეჭდვით მედიას გააუმჯობესებდა, გაიზრდებოდა სარეკლამო ბიუჯეტი. ეკონომიკის აღორძინება არის საფუძველი ყველაფრის, მათ შორის მედიის განვითარების. უნდა მოვახერხოთ, რომ ეკონომიკის სიდუხჭირიდან ამოსვლასთან ერთად მედიას უფრო მეტი დაფინანსება ჰქონდეს",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner