logo_geo
eng_logo
გენერალი მარკ მილი: უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციები უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე პროგნოზირებული იყო, თუმცა თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ მიზანმიმართულად
- +

1 ივლისი. 2023. 01:59

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციები უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე პროგნოზირებული იყო, თუმცა თავდაცვის ძალები მიიწევენ დამაჯერებლად და მიზანმიმართულად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ეს კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე პროგნოზირებული იყო. ეს არ მიკვირს. ისინი [უკრაინის ჯარები] მიიწევენ წინ დამაჯერებლად და მიზანმიმართულად“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

მარკ მილის თქმით, ეს არის „ომის ბუნების ნაწილი“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომი ქაღალდზე და რეალური ომი ორი განსხვავებული რამ არის“.

მან დასძინა, რომ უკრაინის კონტრშეტევა იქნება „ძალიან ხანგრძლივი“ და „ძალიან სისხლისმღვრელი“.

უკრაინელები იბრძვიან თავიანთი არსებობისთვის. ისინი ებრძვიან უზარმაზარ ქვეყანას დიდი არმიით, რომელსაც აქვს უამრავი სამხედრო ტექნიკა“, - ხაზგასმით აღნიშნა მილიმ და დასძინა, რომ ამერიკელები უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით ეხმარებიან.

მანამდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის ადრეულმა ეტაპმა მოლოდინი არ გაამართლა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინისათვის დახმარების გაწევას გააგრძელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner