logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ სამხედრო მეთაურებს უკრაინის ჩრდილოეთ სამხედრო სექტორის გაძლიერების დავალება მისცა
- +

1 ივლისი. 2023. 01:21

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მეთაურებს უკრაინის ჩრდილოეთ სამხედრო სექტორის გაძლიერების დავალება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილება არის ის, რომ მთავარსარდალმა ზალუჟნიმ და „ჩრდილოეთის“ მეთაურმა ნაევმა უნდა განახორციელონ ზომები ამ მიმართულების გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გენერალმა ნაევმა განაცხადა, რომ ამჟამად ბელარუსისა და რუსეთის მხრიდან შეტევითი მოქმედებების პირდაპირი საფრთხე არ არსებობს იმ ზონაში, რომელზეც პასუხისმგებელია ჩრდილოეთის ძალების ჯგუფი.

თუმცა, მისი თქმით, მზარდი საფრთხის შემთხვევაში, საჭიროა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადაიდგას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner