logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „რესპუბლიკელებს“ არ აქვთ რესურსი, სახელმწიფოზე იფიქრონ
- +

5 სექტემბერი. 2016. 14:37



„რესპუბლიკური პარტიისთვის სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება ეს პარტია და სრულდება იქ, სადაც სრულდება ეს პარტია",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ისაუბრა, როდესაც ჟურნალისტმა ოპოზიციური პარტიების შესახებ ჰკითხა.


 

„რაც შეეხება „რესპუბლიკელებს", ეს ის პარტიაა, რომელსაც საზოაგდოება ისედაც კარგად აფასებს. ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობით გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს, რაც პარტიას სჭირდება, ძალიან უყვართ პროცედურული დემოკრატია და ასე შემდეგ. სხვა დანარჩენი, ძალიან დაბლი რეიტინგი აქვთ მათ, ერთი პროცენტიც არ ეკითხება. რესპუბლიკური პარტიისთვის სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება ეს პარტია და სრულდება იქ, სადაც სრულდება ეს პარტია. მათთვის ილია ჭავჭავაძე არცთუ კარგი კაცია და ვიღაც დამპყრობელი არცთუ ისე ცუდი კაცია. განათლებით დამძიმებული თავებით, ასეთ შეფასებებს აკეთებენ. მათ არ აქვთ რესურსი, სახელმწიფოზე იფიქრონ. ისინი ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბას ასხამენ საკუთარ პარტიას", - განაცხადა ივანიშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner