logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ირაკლი კობახიძე უფრო დეტალურად ისაუბრებს, რომ მაქსიმალურია გაკეთებული და ჩვენი მხრიდან ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულებულია
- +

1 ივლისი. 2023. 14:30

 

 

ჩვენს პოზიციაზე ირაკლი კობახიძე უფრო დეტალურად ისაუბრებს, რომ მაქსიმალურია გაკეთებული და ჩვენი მხრიდან ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულებულია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

 

„თვითონ ევროკომისიის მიერ დადასტურებული და აღიარებულია, რომ თორმეტიდან სამი სრულად შესრულებულია. ყველა დანარჩენზე ჩვენს პოზიციაზე ირაკლი კობახიძე უფრო დეტალურად ისაუბრებს, რომ მაქსიმალური არის გაკეთებული და ჩვენი მხრიდან ეს [ევროკავშირის] რეკომენდაციები შესრულებულია. უამრავი წინააღმდეგობის და პროპაგანდის ფონზე, იყო გმირობის ტოლფასი და მე იმედი მაქვს, რომ ეს აისახება სტატუსში“, - განაცხადა წილოსანმა.

 

4 ივლისს, 10:00 საათზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავს. ირაკლი კობახიძე წარადგენს ანგარიშს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner