„ჩვენ წარვადგენთ ევრორეკომენდაციების შესრულების დეტალურ ანგარიშს, სადაც საზოგადოება დაინახავს იმ რეკომენდაციებსაც, რომელიც უკვე სრულად დახურულია და რაც ევროკავშირმაც აღიარა, ასევე სხვა რეკომენდაციებზეც ნახავენ მიღწეულ პროგრესს, თუ რა გაკეთდა თითოეული მიმართულებით“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, იქ რჩება პრობლემები ისეთ საკითხებზე რომელშიც ოპოზიციის მონაწილეობა, მათი ჩართულობა არის აუცილებელი“, - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.