დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში ისრაელს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე ქართველმა ფეხბურთელებმა საგურამოში ივარჯიშეს, მოგვიანებით კი მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშემ, გიორგი მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. შეხვედრა დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.