logo_geo
eng_logo
დღეს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში საქართველო ისრაელს შეხვდება⚽
- +

1 ივლისი. 2023. 17:29

დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში ისრაელს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ქართველმა ფეხბურთელებმა საგურამოში ივარჯიშეს, მოგვიანებით კი მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშემ, გიორგი მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. შეხვედრა დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner