logo_geo
eng_logo
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი: ვხედავთ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან ევროპული გზისთვის, ევროპული საბჭო, მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში
- +

1 ივლისი. 2023. 17:32

"ვხედავთ, აქ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან ევროპული გზისთვის და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული საბჭო მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში," - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა თბილისში, ქალთა კონფერენციაზე განაცხადა.

„გვჭირდება ქალთა უფრო მეტი ჩართულობა, ორივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორივე, ვიმუშაოთ ერთად და ვაშენოთ მსოფლიო მშვიდობა. ამას თავისთავად ზოგჯერ ახალი როლიც მოაქვს, რასაც ვხედავთ უკრაინელ ქალებთან, როგორ ასრულებენ იმ როლებს, რომლისთვისაც არასდროს ყოფილან მზად, იქნება ეს ჯარში, ადმინისტრაციაში, პოლიტიკაში. ისინი ტოვებენ თავიანთ სახლებს, ოჯახებს, შვილებს, ზოგჯერ სრულიად არადაცულ გარემოში და ვხედავთ, როგორ შეუძლიათ ქალებს იბრძოლონ მსოფლიო მშვიდობისთვის, კაცობრიობისთვის.

ამას ვხედავთ უკრაინელი ქალების მაგალითზე, ავღანელი ქალების მაგალითზე და ყველას სჭირდება ჩვენი სოლიდარობა, პარტნიორობა და მხარდაჭერა ამ ბრძოლაში. ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაც ასევე ერთვება ამ ბრძოლაში, ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, ვინაიდან ეს არის მათი ცხოვრების ხარისხის და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ნაწილი.

ვხედავთ, აქ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული საბჭო, რომელსაც მე წარმოვადგენ, მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში, სადაც მოქალაქეთა უფლებები, მრავალფეროვნება, სხვადასხვა ჯგუფის უფლებები დაცულია, რაც მნიშვნელოვანია ლიდერობის ხარისხის მისაღწევად. მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“, – განაცხადა მარია ბურიჩმა.

საქართველოს პრეზიდენტის, ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელსაც ქართველი და უცხოელი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner