logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ესპანეთს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
- +

1 ივლისი. 2023. 17:35

დღეიდან, ესპანეთის სამეფო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ესპანეთს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ესპანეთთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლისა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც საქართველოსთვის უდიდესი მიღწევა იქნება. ‘’ - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner