გავრცელებული ინფორმაციით ტყიბულის „მეშახტე“ 7-მა ფეხბურთელმა: გიორგი ჯინიკაშვილმა, ირაკლი ბაძაღუამ, გიგა მაისურაძემ, ირაკლი აქირთავამ, თომა ხუბაშვილმა, სანდრო გამყრელიძემ და საბა ძნელაძემ დატოვა.
გაჩნდა კითხვები, დატოვებს თუ არა გუნდს მთავარ მწვრთნელი - ლადო ბურდული, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ჟურნალისტი ესაუბრა მას:
„1 ივლისიდან გუნდმა დაიწყო აქტიური მზადება, დაგეგმილია რამდენიმე ამხანაგურ მატჩი, რომელსაც დარჩენილი ფეხბურთელებით ჩავატარებთ, ჩემთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უახლოეს დღეებში, გაეცემა პასუხი!“ - ამბობს ლადო ბურდული.