logo_geo
eng_logo
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის რადაში სიტყვით გამოვიდა: ევროკავშირი თავის დროზე იმისთვის შეიქმნა, რომ ომები თავიდან აეცილებინა. ჩვენი არჩევანი ერთად ყოფნაა და ეს გვაძლიერებს. ევროპა თქვენს გვერდითაა
- +

1 ივლისი. 2023. 18:09

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პედრო სანჩესი რადაში სიტყვით გამოვიდა. ესპანეთის პრემიერ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში გამარჯვებული იქნება და კიევს ევროკავშირის წევრობის გზაზე სრული მხარდაჭერის პირობა მისცა.

უკრაინა ძალიან დიდ საფასურს იხდის, ამიტომაც ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის აღდგენისთვის. ჩვენ ამისთვის უკვე ვმუშაობთ. ესპანეთმა დამატებით 55 მილიონი დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა. უკრაინამ არჩია იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. უკრაინელმა ხალხმა ევროპული მომავალი აირჩია. თქვენ ნამდვილად ხართ ევროპელები. ევროკავშირი თავის დროზე იმისთვის შეიქმნა, რომ ომები თავიდან აეცილებინა. ჩვენი არჩევანი ერთად ყოფნაა და ეს ჩვენ გვაძლიერებს. ევროპა თქვენს გვერდითაა“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner