საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით, 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვანთან, მისი უმწეობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ პუნქტით (გაუპატიურება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.