საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პოლონეთში მიმდინარე ევროპული თამაშების ფინალშია.
ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა 4-3 სძლიეს იტალიას. მანამდე კი გაიმარჯვეს ხორვატიასთან (4-1) და თურქეთთან (4-1) შეხვედრებში.
ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება. ფინალში საქართველო გერმანიას შეხვდება.