ექსს-რემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" სურდა ერთ პიროვნებაზე მორგებული ავტოკრატიული სახელმწიფო აეშენებინა. ივანიშვილი ამის არგუმენტად ასახელებს ზურაბ ჭიაბერაშვილის ნათქვამს, რომლის თანახმად, ჭიაბერაშვილი ქაოსურ და გაუგებარ დემოკრატიას, სტაბილურ ავტოკრატიას ამჯობინებს. 2000 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციის CIPDD-ის სემინარზე გაჟღერდა ჭიაბერაშვილის ნაშრომი, სადაც ნათქვამია: „თუ რომელიმე საზოგადოებას ერთ ავტორიტარს ვანდობთ, რათა მან დემოკრატიის უგულებელყოფით, დროის მცირე მონაკვეთში დაამკვიდროს ლიბერალიზმი, შეიქმნება ერი -კორპორაციის მოდელი. საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად, დასავლეთმა სტაბილური ავტოკრატია უნდა არჩიოს არასტაბილურ დემოკრატიას".
ზურაბ ჭიაბერაშვილი ნაშრომში ეყრდნობა ყოფილ მკვლევარის და ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის ფარიდ ზაქარიას შეფასებებს. 2000 წელს, CIPDD-ის სემინარი მიეძღვნა ფარიდ ზაქარიას სტატიის - „ნეოლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბება" გარშემო დისკუსიას. სტატიაში დასმულ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხი ასეთია:
„საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად დასავლეთმა სტაბილური ავტოკრატია უნდა არჩიოს არასტაბილურ დემოკრატიას", რასაც ჭიაბერაშვილი ეთანხმება. იგი ასევე აღნიშნავს: „სტაბილური ავტოკრატია უნდა განვიხილოთ, როგორც საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ოლიგარქიის ერი-კორპორაცია და არა როგორც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერი-სახელმწიფო. რა გვინდა ვიყოთ - ერი-სახელმწიფო თუ ერი-კორპორაცია?"