logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ნიკა გვარამიას შეწყალება არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და არა იმიტომ, რომ მსიამოვნებდა
- +

1 ივლისი. 2023. 19:34

"ნიკა გვარამიას შეწყალება არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და არა იმიტომ, რომ მსიამოვნებდა," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა – დღევანდელმა მთავრობამ. არასოდეს ვიქნები ანგარიშვალდებული. მე ვიყავი არჩეული, როგორც დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რაც წერია კონსტიტუციაში. მუდამ, როდესაც კითხვა იყო, ვაღიარებ, ვისი მხარდაჭერილიც ვიყავი და მადლიერება ყოველთვის გამოვთქვი, რადგან, მგონი, ესეც არის ქართული კულტურის ნაწილი.

ეს არ ნიშნავს დამოკიდებულებას. ძალიან არასწორი გაგება არის დემოკრატიის, პრეზიდენტის. ვინმე თუ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არის მისი ამომრჩევლის საკუთრება, პრეზიდენტი არჩევის მომენტიდან ხდება ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მთლიანად საზოგადოების, რომელიც შეიძლება, იყოს მეტ-ნაკლებად დაპირისპირებული და მგონია, რომ საზოგადოება ბევრად ნაკლებად დაპირისპირებულია, ვიდრე ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც სარგებლობს ამ დაპირისპირებით, რათა თავისი სიცოცხლე გაახანგრძლივოს. ერთგვარად, ორივე მხარე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner