logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პრემიერის ანგარიშმა ტრადიციულად ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ხოლო ოპოზიციას, სამწუხაროდ, არაფერი
- +

1 ივლისი. 2023. 19:38

"პრემიერ-მინისტრის ანგარიშმა ტრადიციულად ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ხოლო ოპოზიციას, სამწუხაროდ, არაფერი," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოდის პარლამენტში, რომელიც პასუხისმგებელია ყველა სექტორში მიმდინარე პროცესებზე, ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კითხვა არ დაისვა ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომელსაც შემდეგ პოპულისტურად წამოაყენებენ ხოლმე ამა თუ იმ მომენტში.

კვლავ იყო პოპულისტური საკითხები, დაწყებული სააკაშვილით და გაგრძელებული ამ თემებით, რომლითაც არ ასვენებენ ქვეყანას, ორი-სამი თემა, რომლის ტყვეობაშიც ჰყავთ აყვანილი საზოგადოების პოლიტიკური დისკუსია. ამის საპირისპიროდ, პრემიერის ანგარიშში იყო საუბარი რა გაკეთდა, რა კეთდება, რა გამოწვევებია.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დარტყმა იყო ბოლო წლებში, პანდემია თუ რუსეთის აგრესია, შეძლო მთავრობამ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალი მაჩვენებლით არის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება მაღალი მაჩვენებლით არის. ბოლო კვლევებიც აჩვენებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს, იქნება ეს ხელისუფლების გამჭვირვალობა, თუ ანტიკორუფციული ღონისძიებები,- განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner