logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
- +

1 ივლისი. 2023. 19:50

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერისთვის. ამ კუთხით, მან ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ - მნიშვნელობაზე.

შალვა პაპუაშვილმა, აგრეთვე, ისაუბრა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის თქმით, მისი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოფიციალური შეხვედრების გამართვის თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ მან მოინახულა საოკუპაციო ხაზი და ევროპის საბჭოს სოლიდარობა გამოხატა ადგილობრივი მოსახლეობისადმი.
გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესი. მისი თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის არაერთი საკითხი ევროპის საბჭოს მანდატს განეკუთვნება და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner