logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს - როდესაც თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ
- +

1 ივლისი. 2023. 20:15

"ყველა ძალადობაზე არის რეაქცია - პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს - როდესაც თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ, კასპში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ყველა ასეთ ძალადობაზე არის რეაქცია, ხდება ადამიანების დაკავება, რომლებიც ძალადობაში არიან ჩართულები. ასე რომ, პოლიცია ყველა შემთხვევაში თანაბრად მოქმედებს. პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია საკუთარ მოძალადეებს მოძალადეებად არ აღიქვამს ხოლმე და მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ, როდესაც თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. ხოლო თუ ისინი ძალადობენ სხვებზე, არ უნდა ისჯებოდნენ. ყველას შევახსენებ 7-8 მარტის ძალადობრივ აქციას. როდესაც პარლამენტის შენობაზე იყო თავდასხმა და ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ. მოლოტოვის კოქტეილი საქართველოს ისტორიაში პირველად გამოიყენეს და ესროლეს პოლიციელს. დღემდე ეს არავის დაუგმია. ემპათიით არიან გამსჭვალულები და უცხოური დაფინანსებით NGO-ებმა აქციები მოაწყვეს, სადაც პლაკატები ჰქონდათ წარწერით - „მე ვესროლე“. ანუ, ამართლებენ ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდებას ის NGO-ები, რომლებიც თავს პროდასავლურებს, ლიბერალებს ეძახიან. თუ ყველაფერი ეს გაიგივებულია „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასთან, უნდა დაფიქრდნენ, საერთოდ, რას შვრებიან და როგორ ახდენენ ღირებულებების დევალვაციას, როდესაც პროდასავლურობას ტოლობას უსვამენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner