logo_geo
eng_logo
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია
- +

1 ივლისი. 2023. 20:50

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პოლონეთში ვაჟთა და ქალთა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. საჩემპიონო შეხვედრაში წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73), გურამ თუშიშვილმა (+90) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57). ​

right_banner right_banner
არქივი
right_banner