logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გამართლება მივცეთ ძალადობის ფაქტებს, თუმცა, იმავენაირი მიდგომა უნდა გვქონდეს ძალადობის პროვოკაციაზე
- +

1 ივლისი. 2023. 21:59

"არითმეტიკული სიზუსტით, არავის შეუძლია თქვას, რომ პოლარიზაციის შემცირების საზომი არსებობს. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ამ მიმართულებით ოპოზიციას დღეს თავის ჩანაფიქრი სამწუხაროდ გასდის და ახერხებს, რომ ამ კუთხით „რეზულტატიანი“ იყოს მათი ძალისხმევა, "- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„არცერთი კონფლიქტი მხოლოდ თავდასხმით არ იწყება, შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს ოპოზიციის აქტიურობა პროვოცირების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გამართლება მივცეთ ძალადობის ფაქტებს, რასაკვირველია იმავენაირი მიდგომა უნდა გვქონდეს ძალადობის პროვოკაციაზე. სხვაგვარად აზრიც არ აქვს დაგმობას, მაშინ, როდესაც რეაგირების გარეშე შეიძლება რჩებოდეს ძალადობის პროვოცირება.

ხელისუფლების ერთი ნაბიჯი ვთქვათ, რაზეც შეგვიძლია დავაბრალოთ ხელისუფლებას, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ იყო მიმართული. არც ერთი ასეთი აქტი არ არსებობს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

30 ივნისს კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საპენსიო პროგრამა წარადგინა, დაპირისპირება მოხდა. შეკრებილებმა ხაბეიშვილის და ბადრი ბასიშვილის კასპში ჩასვლა გააპროტესტეს. ხაბეიშვილის მანქანასთან გვირგვინი მიიტანეს და ავტომობილი დააზიანეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner