logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მიმაჩნია, რომ ევროპა არის ის სივრცე, სადაც დამსახურებას დიდ პატივს სცემენ
- +

1 ივლისი. 2023. 22:00

 

 

მიმაჩნია, რომ ევროპა არის ის სივრცე, სადაც დამსახურებას დიდი პატივს სცემენ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მაქვს საფუძველი, რომ წელს სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებას არაფერი არ უნდა აბრკოლებდეს. ჩვენ ოქტომბრამდე მოგვიწევს ძალიან აქტიურად მუშაობა იმ მიმართულებით, რომ რეალურად გავარკვიოთ რატომ არ ჩაითვალა რომელიმე მიმართულებით ის გადადგმული ნაბიჯები საკმარისად, რა არის ის, რაც კიდევ დარჩენილია“, - აღნიშნა, მიხეილ სარჯველაძემ.

 

დეპუტატს მიაჩნია, რომ 12 რეკომენდაცია სტატუსის მიღების მექანიზმია.

 

„ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, თუმცა იქ არის სხვა საკითხებიც, რომელიც მხედველობაში მიღებული იქნება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner