ხვალ, დილის 8 საათამდე ყველა რეისი გაუქმებულია, სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა. შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია - მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.