ქართველი კიკბოქსიორი ლუკა შონია პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპული თამაშების ფინალში გავიდა.
ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში პოლონელი იაკუბ პოკუშა დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში ლუკას მეტოქე უკრაინის წარმომადგენელი ტიმურ ბრიკოვი იქნება.
ფინალური ასპარეზობა დღეს, 15:45-ზე გაიმართება.