logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: გოდერძი თევზაძის მიმალვის საფუძველი არც შსს-ს და არც პროკურატურას არ ჰქონდა
- +

5 სექტემბერი. 2016. 15:21



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სტურუას საქმეზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გოდერძი თევზაძე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მიმალვის საფუძველი არც შსს-ს და არც პროკურატურას არ გააჩნდა

 

„სტურუას დედის ცემის ფაქტთან დაკავშირებული საქმე პროკურატურამ გაითხოვა და რეალურად საქმის გამოძიებას, ისევე როგორც სტურუას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა. ასე რომ, ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი საქმეზე, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან და საჭიროების შემთხვევაში ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას. თუ გამოძიება დაადგენს პოლიციის მხრიდან ვინმეზე ზეგავლენის მოხდენას, ამაზე მოხდება ადეკვატური რეაგირება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.



ხუციშვილის განცხადებით, გოდერძი თევზაძე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მან რამდეჯერმე მისცა ჩვენება და ცდილობდა დაერწმუნებინა გამოძიება მის სიმართლეში. აქვე მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიციას კანონი არ დაურღვევია.


„მისი მიმალვის საფუძველი არც შსს-ს და არც პროკურატურას არ ჰქონდა. თუ ვინმე იყო მასთან ერთად, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მის მიმართაც.

 

ნუ განვაზოგადებთ ამ ფაქტს, რომ პოლიციელმა ჩაიდინა კანონდარღვევა. არავინ არავის ხელს არ აფარებს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


შეგახსნებთ, რომ სამტრედიაში, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული მიმალვაში იმყოფება, რის გამოც მასზე ძებნაა გამოცხადებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner