logo_geo
eng_logo
ხარაგაულში მეწყერში მოყოლილ მამაკაცს ეძებენ
- +

2 ივლისი. 2023. 11:33

 

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, მეწყერმა 77 წლის მამაკაცი მოიყოლა.

 

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები და ამ ეტაპზე, უცნობია კაცის ადგილსამყოფელი.

 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცი საღამოს საათებში, დაკარგული პირუტყვის საძებნელად გავიდა, რა დროსაც ის მეწყერმა მოიყოლა.

 

ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.

 

შეგახსენებთ, ბოლო ორი დღის განმავლობაში ხარაგაულში ძლიერი წვიმების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, „საქართველოს რკინიგზამ“ 2 ივლისის 08:00 საათამდე ყველა რეისი გააუქმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner