logo_geo
eng_logo
„კედელზე ამოკაწრული ამბები“ – ირაკლი ლაითაძის წიგნის წარდგენა ბათუმში
- +

2 ივლისი. 2023. 15:23

 

 

აჭარის მწერალთა სახლში ირაკლი ლაითაძის წიგნის „კედელზე ამოკაწრული ამბები“ წარდგენა გაიმართა.

 

შეხვედრა აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, დავით თედორაძის ხელშეწყობით შედგა. პრეზენტაცია აჭარის მწერალთა სახლის დირექტორმა ლალი კონცელიძემ გახსნა, წიგნი კი მწერალმა და გამომცემელმა გურანდა ნიჟარაძემ და გამომცემლობა „სეზან პაბლიშინგის“ გენერალურმა დირექტორმა შორენა შავერდაშვილმა. ირაკლი ლაითაძის „კედელზე ამოკაწრული ამბები“ არის ფილოსოფიურ-მემუარული ხასიათის მინი-ჩანახატების კრებული.

 

როგორც ავტორმა თავად განმარტა მკითხველებთან შეხვედრისას, კრებულში ასახულია ხედვები და დამოკიდებულებები სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან, უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ საკითხებთან – სიკვდილთან, ღირსებასთან, რომელიც ნებისმიერ ასაკში რისკის ენით გელაპარაკება, სიყვარულთან, რელიგიასთან თუ არსებობის საზრისთან.

 

„კედელზე ამოკაწრული ამბების“ წარდგენა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეტაპობრივად იგეგმება.

 

შემდეგი შეხვედრა მკითხველთან უკვე ქუთაისში გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner