logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: ეროვნული ბიბლიოთეკა მზადაა, მიიღოს და სამუდამოდ შეინახოს არქივები და პირადი ბიბლიოთეკა!
- +

2 ივლისი. 2023. 18:52

 

 

აი, ჩემო მურაბა ხალხო! ჩემო საყვარელო და თან ნერვების ამშლელო ერო!

 

ყველასათვის მაგალითი იყოს ეს ამბავი!

 

მაკულატურის პუნქტში დღისით , მზისით, თბილისში, 2023 წლის 2 ივლისს  მაკულატურის ჩამბარებლებისაგან შევიძინე პროფესორ ამირან ზაქროს ძე მექვაბიშვილის ფოტოარქივი. ალბომები, მისი ავტორობით  გამოცემული ისეთი წიგნები, რომლებიც არ იყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

 

კაცი, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ადიგენის რაიონს, იყო მესხეთის საპატიო მოქალაქე, არჩეულია საგვარეულო დარბაზისა და ასოციაცია მესხეთის პრეზიდენტად, თბილისის ტურიზმის აკადემიის დამფუძნებელი იყო, იყო თბილისის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი!!!!

 

ჰქონდა ამბიცია, რომ გაზარდა 4 შვილი და 9 შვილიშვილი, 11 შვილთაშვილი, რუდუნებით შეაგროვა ფოტოარქივი, რეალურად დამთავრდა რით-მისი არქივი მაკულატურაში აღმოჩნდა!

 

ხოდა იცოდეთ ყველამ, ამ ქვეყანას ვერ გამოეკერებით, სიცოცხლეშივე დააბინავეთ თქვენი არქივები! ეროვნული ბიბლიოთეკა მზადაა, მიიღოს და სამუდამოდ შეინახოს არქივები და პირადი ბიბლიოთეკა!

 

გაიგეთ, რომ თქვენი სიყვარული არ ვრცელდება შვილებს შემდეგ, რადგან თქვენი შვილიშვილების ოჯახებში თქვენი ასობით ფოტო ზედმეტობაა!

 

P.S. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი! მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი მოღვაწის არქივი მომაქვს ორშაბათს ბიბლიოთეკაში! გვარს და სახელს არ ვასახელებ, რომ რამე არ აირიოს! ისიც მაკულატურიდან!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner