ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ლუკა შონიამ ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელი მეტოქე ტიმურ ბრიკოვი 3:0 დაამარცხა.
ეს, მიმდინარე ტურნიტზე საქართველოს წარმომადგენლების მიერ მოპოვებული მეოთხე ოქროა. ქართველი სპორტსმენები ასევე დაეუფლნენ 2 ვერცხლსა და 3 ბრინჯაოს.