logo_geo
eng_logo
ლუკა მოდრიჩს პატიმრობა ემუქრება
- +

2 ივლისი. 2023. 20:27

 

 

ხორვატ ფეხბურთელებს, დეან ლოვრენსა და ლუკა მოდრიჩს, ხორვატული კანონმდებლობით, ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

2017 წელს, როდესაც ზაგრების „დინამოს“ ყოფილ პრეზიდენტს, ზდრავკო მამიჩს კორუფციაში სდებდნენ ბრალს, მოდრიჩი და ლოვრენი სასამართლომ მოწმის სტატუსით დაკითხნენ. როგორც ახლა ირკვევა, მათ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ედებათ ბრალი.

 

ამ საქმის მთავარ მონაწილეს, მამიჩს, რომელიც ბოსნიაშია გაქცეული, სასამართლომ 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. როგორ განვითარდება მოვლენები ფეხბურთის ვარსკვლავებთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია.

 

2017 წელს მოდრიჩმა სასამართლოს განუცხადა, რომ როდესაც „ტოტენჰემში“ 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, „დინამო ზაგრებისგან“ თანხა მიიღო, რომლის ნაწილიც მამიჩის შვილსა და ძმას მისცა, რადგან მათთან 2004 წელს შეთანხმება ჰქონდა დადებული.

 

აღნიშნულ სასამართლომდე ორი წლით ადრე კი მოდრიჩს გამოძიებისთვის ნათქვამი აქვს, რომ მამიჩის ნათესავებთან კონტრაქტი ძველი თარიღით მაშინ გაფორმდა, როდესაც ის უკვე „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი იყო. ხორვატული კანონმდებლობის მიხედვით, ცრუ ჩვენების მიცემა ექვსი თვიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner