logo_geo
eng_logo
საქართველოს რკინიგზა 3 ივლისს გაუქმებულ რეისებზე: მგზავრებს მგზავრობის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ
- +

2 ივლისი. 2023. 21:10

 

 

მეწყრის ჩამოწოლის გამო 3 ივლისს რამდენიმე სარკინიგზო რეისი გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

 

„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისთვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #806 თბილისი-ბათუმი 06:30; #805 ბათუმი-თბილისი 14:30; #802 თბილისი-ბათუმი 08:00; #803 ბათუმი-თბილისი 08:10; #808 თბილისი-ბათუმი 10:35; #870 თბილისი-ზუგდიდი 08:40; #12 თბილისი-ოზურგეთი 08:50; #18 თბილისი-ქუთაისი 08:50; #873 ფოთი-თბილისი 07:20; #11 ოზურგეთი-თბილისი 09:00; #17 ქუთაისი-თბილისი 12:25; საგარეუბნო მატარებლები: #6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50; #6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50.

 

მგზავრობის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ენდეთ. სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner