სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოსთან“ ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონი დოლარია.
მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა. „მილუოკიში“ მცირე სათამაშო დროის შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა „სან ანტონიოში“ კარგად წარმოაჩინა თავი.
მამუკელაშვილი საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა მოედანზე საშუალოდ გატარებულ 23.3 წუთში.