logo_geo
eng_logo
სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა
- +

2 ივლისი. 2023. 22:48

 

 

სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოსთან“ ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონი დოლარია.

 

მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა. „მილუოკიში“ მცირე სათამაშო დროის შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა „სან ანტონიოში“ კარგად წარმოაჩინა თავი.

 

მამუკელაშვილი საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა მოედანზე საშუალოდ გატარებულ 23.3 წუთში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner