logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: არასოდეს არავისთვის დაგვიყვედრებია ის, რომ ნებისმიერი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე იყო მხოლოდ ჩვენი, პარტიული წარმატება. ეს იყო საქვეყნო წარმატება, ეს იყო ყველას წარმატება
- +

2 ივლისი. 2023. 23:28

 

 

გია ცაგარეიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების პრორუსულობის შესახებ გაუკუღმართებულ პროპაგანდას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული და პროგნოზირებს, რომ ასეთ განცხადებების გამოყენება მით უფრო გახშირდება, რაც უფრო ახლოს იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„ვფიქრობ ამ თარიღებს დაემთხვევა პიკი ამ აღვირახსნილობის, სხვა სიტყვას უბრალოდ არ ვიხმარ ახლა. მათ მყარად აქვთ ჩამოყალიბებული, რომ თუ კანდიდატის სტატუსი მიიღო ქვეყანამ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმატება, რომელიც შეიძლება არჩევნების ჟამს გადაითარგმნოს პარტიულ წარმატებაში. ვერ გავექცევით იმას, რომ ახლა სწორედ „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის სახით და, რა თქმა უნდა, ეს უდავოდ იქნება ხელისუფლების წარმატება. ოღონდ არასოდეს არავისთვის დაგვიყვედრებია ის, რომ ნებისმიერი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე იყო მხოლოდ ჩვენი, პარტიული წარმატება. ეს იყო საქვეყნო წარმატება, ეს იყო ყველას წარმატება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner