logo_geo
eng_logo
ჯემალ სეფიაშვილი საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეზე: აბსოლუტურად უტიფარი ბანდიტია. ამას ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვამბობ
- +

3 ივლისი. 2023. 00:47

 

 

კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა „იმედი Live“-ში საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეზე გიგა კობალაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავმჯდომარის ბრალდებები მის მიმართ, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„გიგამ თქვა, რომ მე ვარ თურმე „დავერბოვკებული“. აბსოლუტურად უტიფარი ბანდიტია. ამას ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვამბობ. არ ვიცი როგორ ახერხებს რაღაც მედიასაშუალებებში შეძრომას, სისულელეების ლაპარაკს. 14 მილიონი აქვს მოპარული და გარეთ დადის. 80 ათასი სახელმწიფო დავალიანება ჰქონდა და ერთი, თუ ორი წლის შემდეგ გადაახდევინეს. ჩვენი ფულით გადაახდევინეს. მე პირადად მას არაერთხელ ვუთხარი, რომ გიგა, მაინცდამაინც პროკურორმა უნდა გიბრძანოს, ჩვენი ფული მოგვეცი მეთქი“, - განაცხადა სეფიაშვილმა.

 

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ავტორთა უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე მართავს ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაა (შემდგომ - ასოციაცია), რომლის გამგეობის თავმჯდომარე 2011 წლიდან დღემდე გიგა კობალაძეა. ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა შეაგროვოს და სამართლიანად გაანაწილოს ავტორებზე მათი კუთვნილი უფლებების მართვიდან მიღებული ჰონორარები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner