საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი დაკარგა. ეს ევრო 2023-ზე დღეს გამართული მეოთხედფინალების შემდეგ გაირკვა.
ოლიმპიადის ევროპის ზონის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები იმ შემთხვევაში ითამაშებდა, თუ მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ინგლისისა და საფრანგეთის ახალგაზრდული გუნდები მოხვდებოდნენ.
ინგლისმა ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ გორდონის გოლით (34-ე წუთზე) პორტუგალიის ნაკრები 1:0 დაამარცხა, მაგრამ საფრანგეთმა რუმინეთში გამართულ მატჩში უკრაინასთან 1:3 წააგო.
ამ შედეგების გარკვევამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გუნდი შეკრებაზე დატოვა. უკრაინის გამარჯვებით ევროპის ზონიდან ოლიმპიადის სამი საგზური ესპანეთმა, ისრაელმა და უკრაინამ მოიპოვეს, მესამე საგზურის გათამაშების აუცილებლობა (7 ივლისს ბუქარესტში) საჭირო აღარ გახდა.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისი-ისრაელი და უკრაინა-ესპანეთი დაუპირისპირდებიან. პირველი ნახევარფინალურ შეხვედრას 5 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.