ხარაგაულში, მიწის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში ფერდობიდან ცენტრალური სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი.
მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.