„3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო!
სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი.
შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
804 თბილისი-ბათუმი 17:05
807 ბათუმი-თბილისი 17:15
801 ბათუმი-თბილისი 18:20
812 თბილისი-ბათუმი 0:35
811 ბათუმი-თბილისი 0:45
869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
874 თბილისი-ფოთი 17:30“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.