logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციურ მედიას: იძინებთ იმ იმედით, რომ ნახოთ შავი ხვრელი, შემდეგ მოხვიდეთ და მკითხოთ მის შესახებ, მაგრამ ის არ არსებობს, სიზმარი იყო, წყალს გაატანეთ და გააგრძელეთ ცხოვრება მშვიდად
- +

3 ივლისი. 2023. 14:05

 

 

„რამდენიმე დღის წინ იყო შეერთებული შტატებიდან და ბრიტანეთიდან დელეგაცია, რომელმაც მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას, რადგან აქ არის ის გარემო, სადაც გამორიცხულია, საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია ეძებს იმ შავ ხვრელებს, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს.

 

„ისე უნდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, რომ შავი ხვრელები არ ნახოთ ხოლმე სიზმარში - ამას გისურვებთ იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ იყო შეერთებული შტატებიდან და ბრიტანეთიდან დელეგაცია, რომელმაც მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას, რადგან აქ არის ის გარემო, სადაც გამორიცხულია, საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდება. თქვენ კი იძინებთ იმ იმედით, რომ ნახოთ სადღაც შავი ხვრელი, შემდეგ მოხვიდეთ და მკითხოთ მის შესახებ, მაგრამ ის არ არსებობს. სიზმარი იყო, წყალს გაატანეთ ეს სიზმარი და გააგრძელეთ ცხოვრება მშვიდად“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner