logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ბიძინა ივანიშვილის აზრი ნამდვილად გასათვალისწინებელია
- +

5 სექტემბერი. 2016. 15:53


 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ტელეეთერში დაბრუნებას ეხმაურება. „რეპორტიორთან" საუბარში ბრეგაძე აცხადებს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს წინასაარჩევნოდ საკუთარ აზრს, მით უფრო ძლიერი იქნება სახელმწიფოს დემოკრატია.

 

 

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი  ახორციელებდა და ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებს სპორტის სფეროდან დაწყებული ქვეყნის ინტერნეტიზაციით დამთავრებული. მისი თაოსნობით  დაფუძნებულმა გუნდმა დიდი გარდატეხა მოახდინა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

 

დღეს ჩვენ გვყავს  ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულებაც  ადამიანია.  საქართველოს მოქალაქეს არ მოუწევს სახლის გაყიდვა  თუ მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება, მას შეუძლია ხმამაღლა  გამოთქვას თავისი კრიტიკული აზრი და მის წინააღმდეგ სახელმწიფო არ იძალადებს, მას სახელმწიფო  ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში დაეხმარება და ღამის საათებში არ მოუწევს „საკუთარი სურვილით" ნოტარიუსთან მისვლა და ხანგრძლივი შრომის შედეგად შეძენილი საკუთრების უცხო პირებისათვის „ჩუქება", ის ძალიან ახლოსაა ევროპულ ოჯახის წევრობასთან.  თავმდაბლობა ხელისუფლებისათვის უცხო სიტყვათა ლექსიკონის ამოხეული ფურცლის ნაცვლად ბუნებრივ თვისებად იქცა.

 

ადამიანის აზრი, რომლის სახელთანაც ეს პრინციპული მიღწევები ასოცირდება, დიდ ყურადღებას იმსახურებს. ასევე, რაც უფრო მეტი გონიერი და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი გამოხატავს საკუთარ შეხედულებებს მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი დემოკრატია", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner