logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმებაში იყო არაერთი პუნქტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სამართლებრივ პრინციპებს. ეს იყო საბოტაჟის და შანტაჟის ქვეშ ხელმოწერილი შეთანხმება
- +

3 ივლისი. 2023. 17:06

 

 

„ჩვენი მიზანია, ხელოვნურად არ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. დღეს ვხედავთ ამის ნიშნებს, რომ ვიღაცებს უნდათ ასეთი კრიზისის შექმნა ცესკო-ში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდნენ.

 

ირაკლი კობახიძემ 19 აპრილის შეთანხმება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ მოაწერეს ხელი მაშინ, - 31 მარტს დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას, უკავშირდებოდა სწორედ ცესკო-ს.

 

„ეს არის პრინციპული საკითხი. თუ არჩევნების მიმართ განხორციელდა  ეს საბოტაჟი, რომელიც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახორციელა პარლამენტის მიმართ, ამ შემთხვევაში ქვეყანა შედის უბრალოდ ჩიხში. ჩვენ ვერ მივცემთ ვერავის იმის საშუალებას, რომ ქვეყანა შეიყვანოს ჩიხში და ცესკო-ს მუშაობა შეიყვანოს ჩიხში. ჩვენ კონკრეტული სახელმწიფოებრივი მიზანი გვამოძრავებს, როდესაც ამ ვეტოს დაძლევაზე ვმსჯელობთ. საბოლოო ჯამში რასაც მოვაწერეთ ხელი, ის ვერსიაც არ შეესაბამებოდა ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს და პრინციპებს, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით. წავედით პოლიტიკურ კომპრომისზე და სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ აღარასდროს დავუშვებთ ასეთი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს ეს შეთანხმება არის ანულირებული, რადგან „ნაცმოძრაობამ“ და დამატებით სამმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ამ შეთანხმებას. შესაბამისად რაც იყო, ისიც არ ვარგოდა და რაც არ ვარგოდა, ისიც არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ გვაქვს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური ვალდებულება, გავყვეთ არასწორ პუნქტებს, რაც იყო ჩადებული 19 აპრილის შეთანხმებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner