logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
- +

3 ივლისი. 2023. 20:02

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასა და საპარლამენტო საქმიანობას.

დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და მისი შესაძლებლობების ფარგლებში, მზად არის, გაუწიოს დახმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

შალვა პაპუაშვილმა კომისარს მადლობა გადაუხდა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner