logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ერთადერთი საყრდენი დღეს საქართველოში პრემიერია
- +

ავტორი ანა ფერაძე

5 სექტემბერი. 2016. 15:55



„რეპორტიორთან" საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ საზოგადოების ნდობა ძალიან დიდია და განაცხადა, რომ ერთადერთი საყრდენი დღეს საქართველოში პრემიერ-მინისტრია.


„გიორგი კვირიკაშვილის მიმართ  საზოგადოების ნდობა მართლაც ძალიან მაღალია.  იმავეს  ვერ ვიტყვი სხვა ლიდერებზე, რომელთა რეიტინგიც საკმაოდ დაეცა. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე, რომელიც ზოგიერთი კვლევის თანახმად, ლიდერობდა, დღეს  მესამე ადგილზეა.

 

ჩემი პოლიტიკური ინტუიციით, ერთადერთი საყრდენი დღეს საქართველოში პრემიერია. გიორგი კვირიკაშვილს ყველა მხრიდან დადებითი შეფასება აქვს. ოპონენტებისგანაც კი  მისი  კრიტიკა თითქმის არასდროს ისმის", - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

 

იხილეთ კვლევის შედეგები:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=20852




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner