ავტორი ანა ფერაძე
„რეპორტიორთან" საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ საზოგადოების ნდობა ძალიან დიდია და განაცხადა, რომ ერთადერთი საყრდენი დღეს საქართველოში პრემიერ-მინისტრია.
„გიორგი კვირიკაშვილის მიმართ საზოგადოების ნდობა მართლაც ძალიან მაღალია. იმავეს ვერ ვიტყვი სხვა ლიდერებზე, რომელთა რეიტინგიც საკმაოდ დაეცა. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე, რომელიც ზოგიერთი კვლევის თანახმად, ლიდერობდა, დღეს მესამე ადგილზეა.
ჩემი პოლიტიკური ინტუიციით, ერთადერთი საყრდენი დღეს საქართველოში პრემიერია. გიორგი კვირიკაშვილს ყველა მხრიდან დადებითი შეფასება აქვს. ოპონენტებისგანაც კი მისი კრიტიკა თითქმის არასდროს ისმის", - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
იხილეთ კვლევის შედეგები:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=20852