logo_geo
eng_logo
მარიამ ლაშხმა პარლამენტარიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
- +

3 ივლისი. 2023. 23:00

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა არგენტინის აუსტრალის უნივერსიტეტის მართვის სკოლის დირექტორის ალფონსო სანტიაგოსა და ამავე უნივერსიტეტის საპარლამენტო სწავლების, კვლევებისა და პერსპექტივების სკოლის ვიცე-დირექტორის, ხუან დე დიოს სინკუნეგის ერთობლივი მოწვევით პარლამენტარიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ღონისძიებას აუსტრალის უნივერსიტეტის პოლიტიკის, მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლამ და ბუენოს-აირესის მთავრობის პოლიტიკური მენეჯმენტისა და საჯარო ფუნქციონირების ინსტიტუტმა ონლაინ ფორმატში უმასპინძლა. ღონისძიების მონაწილეებმა სხვადასხვა აქტუალური საკითხი მიმოიხილეს, მათ შორის: პარლამენტისა და პარლამენტარების როლი უკეთესი მსოფლიოს შენებაში.

მარიამ ლაშხმა მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე, გლობალიზაციის პროცესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ისაუბრა.
ყურადღება ასევე გაამახვილა საპარლამენტო დიპლომატიასა და მის როლზე, ასევე შეეხო გენდერული თანასწორობის საკითხებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner