ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების ძირითადი ნაწილი უკრაინაში იბრძვის, მას მიაჩნია, რომ რუსეთის ძალები კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსები [ძალების] აღდგენას აპირებენ. ამიტომ, გეგმები აგებულია არა რუსული არმიის რეალურ სტატუსზე, არამედ რუსეთის არმიის სტატუსზე მანამ, სანამ ისინი უკრაინას შეუტევდნენ“, - აღნიშნა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ადმირალ რობ ბაუერის თქმით, რუსეთი „გაკვეთილს გამოიტანს ამ ომიდან“, ხოლო ნატო „განიხილავს მათ, როგორც სერიოზულ საფრთხეს“.
„ჩვენ რუსები და მათი უნარი აღადგინონ ძალები სათანადოდ უნდა შევაფასოთ, ვინაიდან მათ ეს ისტორიაში რამდენჯერმე აჩვენეს“, - დასძინა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.