logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმა გაუგებარია
- +

5 სექტემბერი. 2016. 15:56



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის" პლატფორმა გაუგებარია, თუმცა ერთადერთი პარტიაა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სწორად წარმოჩენას ცდილობს.



„პარტიები უნდა გააქტიურდნენ. მეტი სოლიდური პარტია უნდა იყოს. საზოგადოებას მეტი არჩევანი უნდა ჰქონდეს. „პატრიოტთა ალიანსის" პლატფორმა, რა უნდათ, გამოკვეთით ვერ გავიგე. ტრადიციები და ქართული კულტურა ყველას გვიყვარს, თუმცა, გადაჭარბებული არაფერი ვარგა. ჩამოაყალიბოს „პატრიოტთა ალიანსმა" პლატფორმა, რა სურთ მათ და მეც შესატყვისი რეაქცია მექნება.

„პატრიოტთა ალიანსზე" ერთადერთი პოზიტივი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის" სწორად წარმოჩენას. სხვა პარტიები ძირითადად ხელისუფლებას ებრძვიან",- განაცხადა ივანიშვილმა.


ჟურნალისტის შეკითხვაზე - „ქართული ოცნება" „პატრიოტთა ალიანსს" პარტნიორად ხომ არ  განიხილავს, ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ „მთავრობის ჩამოსაყალიბებლად „ქართულ ოცნებას" პარტნიორი არ დასჭირდება".


„ქართული ოცნება" მოვა პარლამენტში ასი ხმით. ზოგადად თანამშრომლობით,  მმართველმა პარტიამ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან თემატურად, ვინც პარლამენტში შევა.  ვისაც აქვს სწორი წარმოდგენა და სახელმწიფო მოწყობას სწორად უყურებს, იმასთან უნდა ითანამშრომლონ. თემატურად „ქართულ ოცნებას" აკრძალული არ უნდა ჰქონდეს რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობა", - განაცხადა ივანიშვილმა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner