logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოს ოფისის დირექტორს შეხვდა
- +

3 ივლისი. 2023. 23:23

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის დირექტორ სანდრა შენკეს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება როგორც აგრარულ, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხებს დაუთმეს.

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანეს პროგრამებს ახორციელებს და ეხმარება აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ პოლიტიკის გატარებაში, რომელიც როგორც ჩვენს საერთო ინტერესების, ასევე ასოცირების შეთანხმების ფარგლებშია. აქედან გამომდინარე, ჩემი იდეა იყო, რომ კონკრეტული პროექტები განგვეხორციელებინა აგრარული მიმართულებით, მათ შორის ის საპილოტე პროექტი, რომელიც GIZ-თან ერთად ლანჩხუთში დავიწყეთ. პროექტი მუნიციპალიტეტების ჩართულობით ხორციელდება და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ქალების გაძლიერებას, ადგილობრივ საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების გაძლიერებასა და მათ პროგრამებში ქალებზე ორიენტირებული აქცენტების უფრო მეტად გამოკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა შეხვედრის შემდე ნინო წილოსანმა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ლანჩხუთში საპილოტე პროექტი GIZ-ის დახმარებით და მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით ხორციელდება და აგრო და აგროტურისტული მიმართულებით დასაქმებულებს გრანტებით დაეხმარებ

right_banner right_banner
არქივი
right_banner