თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ომის ლობი რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის დამყარების მიზნით თურქეთის გულწრფელი ძალისხმევის საბოტაჟისთვის გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
„დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც დაიწყო სტამბოლის პროცესით და გაგრძელდა ტყვეების გაცვლით, სამწუხაროდ, შეფერხდა და მას ძირი გამოუთხარა ომის ლობიმ“, - აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ საბოლოოდ მშვიდობიანმა მოქალაქეებმა და ჯარისკაცებმა გადაიხადეს ამის საფასური.
მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთიც იყო ომის ლობის სამიზნე.