მათი მთავარი მიზანია, რომ ეს ქვეყანა ჩართონ ისეთ არეულობაში და ომში, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ ჩვენგანს დააზიანებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა.
„მეორეს მხრივ, ის წარმოდგენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შეიძლება ვფიქრობდეთ იმას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ ძალადობის გზით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - აღნიშნავს ჩიქოვანი.